საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 496 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 549 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 802, „პისიარ“ ტესტით – 5 747.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,6%, ბოლო 14 დღის – 2,9%, ბოლო შვიდი დღის – 2,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 266 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 259 228 გამოჯანმრთელდა, 3 377 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 242, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 848 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 230 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!