- რუსეთში კორონავირუსის 12 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 272 238-ს მიაღწია.
რუსული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსს 201 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 22 257-მდე გაიზარდა.
რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 009 421 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.