- სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში ხანძრის დრო კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ხანძარი წმ. გიორგის სახელობის კლინიკაში გაჩნდა, რომელიც COVID-19 პაციენტებისთვის იყო გამოყოფილი.
როგორც BBC-ის რუსული გამოცემა წერს, ხანძარი 12 მაისს გამთენიისას საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში გაჩნდა. ამჟამად ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია იყო.
გამოცემა ინტერფაქსის ცნობით ხუთივე გარდაცვლილი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი იყო. გარდა ამისა, გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის სავარაუდო მიზეზი ხელოვნური სუნთქვის აპარატის გადატვირთულობა გახდა.
“ხანძრის კერა რეანიმაციაშია. ეს ე.წ. წითელი ზონაა, იქ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები გადიან მკურნალობას. სავარაუდოდ ხელოვნური სუნთქვის აპარატს გაუჩნდა ცეცხლი”, — ამბობს წყარო.
ამასთან, სახელმწიფო უწყებაში RIA-ს განუცხადეს, რომ ცეცხლი სავარაუდოდ გაუმართავი ელექტრომოწყობილობის გამო გაჩნდა.