ანაკლიაში ბოკუჩავების ოთხსულიან ოჯახს ახალი სახლი გადაეცა


  • ანაკლიაში ბოკუჩავების ოთხსულიან ოჯახს ზუგდიდის მერიამ ახალი სახლი გადასცა. სოციალური სახლის მიღებამდე მინდია ბოკუჩავა რთულ საცხოვრებელ პირობებში, ანაკლიის ყოფილი საბავშვო ბაღის ამორტიზებულ შენობაში სამ შვილს ზრდიდა.

ზუგდიდის მერიამ 2015 წლიდან დღემდე, სოციალური სახლის პროგრამის ფარგლებში, ახალი სახლი 117 ოჯახს გადასცა. პროექტი წელსაც მიმდინარეობს.

ბოკუჩავების ახალაშენებული სახლი დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ დაათვალიერეს. დღესვე, მერიამ ბოკუჩავების ოჯახს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტიც გადასცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!