- უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დნიპროს რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, თავდასხმის ადგილზე, ხანძარი გაჩნდა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკოს განმარტებით, რუსებმა ქალაქში რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. რაკეტები კერძო საწარმოს მოხვდა, განადგურდა საწარმოო ობიექტები, გაჩნდა ხანძარი.