სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა


  • დევნილთა ეკომიგრანტთა, და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა.

“დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს  რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

პროგრამის მონაწილეები საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის  საჭირო ტექნიკასა და  ინვენტარს თავადვე არჩევენ. მნიშვნელოვანია, რომ  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება.

საშემოსავლო პროექტების დაფინანსების მსურველთა განაცხადების მიღებას  სააგენტო წელიწადში ორჯერ აცხადებს.

სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაბრუნებული მიგრანტების სია, რომლებსაც გრანტი გადაეცემათ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!