როცა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიუროკრატიული დანახარჯების რეალური შემცირებაა


  • ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიუროკრატიული დანახარჯების რეალური შემცირებაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იზრდებოდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კი პირიქით, მცირდებოდა,- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან ერტი საინტერესო კვლევის შესახებ ისაუბრა.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ილიაუნის ბიზნეს სკოლაში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკას ეფუძნება, 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 41 ათასი ადამიანით გაიზარდა. მაშინ როდესაც ანალოგიურ პერიოდში არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ასევე 41 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა.

აბაშიშვილის შეფასებით, აღნიშნული შედეგი აჩვენებს, რომ ბიუროკრატიის შემცირება კვლავ გამოწვევად რჩება და საჭიროა დამატებითი კვლევა აღნიშნული ტენდენციის მიზეზების დასადგენად.

„ძნელია ისაუბრო სამუშაო ძალის პირდაპირ პროპორციულ გადანაცვლებაზე კერძო სექტორიდან სახელმწიფო სექტორში, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წელი, იზრდებოდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო მცირდებოდა დასაქმებულთა რაოდენობა კერძო სექტორში, რაც ცხადია, ვერანაირად ვერ იქნება ბიუროკრატიის შემცირების წინაპირობა, ამიტომ საჭიროა საფუძვლიანი ანალიზი თუ რატომ ხდებოდა ეს.

ქვეყნის განვითარების 2020 წლის სტრატეგიაში საუბარია ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიურ განვითარებაზე, როგორც მთავარი პრინციპზე, თუმცა ფაქტია, რომ ეს ვერ მოხდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ზრდისა და კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების პირობებში“, – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

მისივე თქმით, საგულისხმოა, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობა სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა, რომელსაც სტატისტიკა იმის გამო აღრიცხავს დასაქმებულად, რომ მიწის ნაკვეთს ან პირუტყვს ფლობენ.

„არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს წარმოადგენს , ეს მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-მდე ქმნის. ასევე გასათვალისწინებელია ის განმარტებაც, რომლის თანახმად, ადამიანი დასაქმებულად ითვლება თუ აქვს მიწის ნაკვეთი ან ყავს პირუტყვი და მიღებულ პროდუქციას იყენებს საკუთარი მოხმარების ან რეალიზაციისთვის,” – აცხადებს აბაშიშვილი.

მისივე თქმით, არსებული ტენდენციის მიზეზი ისაა, რომ კერძო სექტორი თუნდაც დაბალანაზღაურებად სახელმწიფო სექტორს ვერ უწევს კონკურენციას.

„არსებული სტატისტიკის თანახმად, კერძო სექტორში დასაქმება უბრალოდ სიმბოლურია. სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმების საკითხზე კონკურენცია ნორმალურია, თუმცა ამჯერად ფაქტია, რომ კერძო სექტორში განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით შესაძლებლობები ძალიან მცირეა. შესაბამისადა, სწორედ ესაა უთანასწორობის მიზეზი, რომელიც ქვეყანაში ძალიან მაღალია და ყოველგვარი კვლევის გარეშეც შესამჩნევია,” – აცხადებს აბაშიშვილი.

მისივე განცხადებით, იმ ფონზე, რომ შრომის კანონმდებლობის კუთხით ცვლილებები ანონსდება, მნიშვნელოვანია მოხდეს არსებული ვითარების და იმ შედეგების შეფასება, რაც შესაძლოა, ცვლილებებს მოჰყვეს.

„დღეს ვისმენთ, რომ შესაძლებელია შრომის კოდექსში სხვადასხვა ტიპის რეგულაციები შევიდეს, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაართულებს სიტუაციას კერძო სექტორში დასაქმების კუთხით. სამწუხაროდ, გვაქვს ხოლმე ტენედენცია, რომ ჯერ რაღაცას ვცვლით და მერე ხდება იმაზე ფიქრი ამ ცვლილებით გაფუჭებული სიტუაცია როგორ გამოსწორდეს,“ – ამბობს ის.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!