რომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის უფლება მისცა


  • რომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის უფლება მისცა. ახალი რეგულაციებით, ისინი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ოქტომბერში ჩანიშნულ სხდომაზე შეძლებენ.

კერძოდ, საუბარია ხუთ ქალ სასულიერო პირზე, რომელთაც მონაწილეობის უფლება ექნებათ. აქამდე ქალებს მხოლოდ დამკვირვებლის როლში შეეძლოთ შეკრებებზე დასწრება.

ასევე, ფრანცისკეს განკარგულებით, 70-მდე გაიზრდება იმ არასასულიერო წევრების რიცხვიც, რომელთაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ.

ამ ნაბიჯით პაპი ცდილობს, სინოდი გახდეს ნაკლებად საეკლესიო იერარქიული კრება. პაპი იმედოვნებს, რომ ამ 70 პირიდან ნახევარი მაინც ქალები იქნება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!