სწრაფი კითხვის ტექნიკა არ გულისხმობს სწრაფად და გამართულად მთელი ტექსტის წაკითხვას. ეს სხვადასხვა ხრიკების ცოდნაა, რომლებიც გეხმარებათ ისე გაიაროთ მთელი ტექსტი, რომ მხოლოდ მნიშვნელოვანი დეტალები წაიკითხოთ და უსარგებლო ინფორმაცია გამოტოვოთ.
წაიკითხეთ აბზაცის მხოლოდ პირველი წინადადება
კარგი მწერლები, როგორც წესი, აბზაცებს საკვანძო წინადადებით იწყებენ, რომელთა შესახებაც უფრო ვრცლად შემდეგ მთელს პარაგრაფში იქნება საუბარი. მხოლოდ პირველი წინადადების წაკითხვით შეგიძლიათ უკვე განსაზღვროთ, რაზეა პირველი აბზაცი და შეიძლება ეს ინფორმაცია სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს თქვენთვის.
გადადით აბზაცის ბოლო წინადადებაზე
ბოლო წინადადებას, როგოც წესი, ორი დანიშნულება აქვს: აჯამებს და აყალიბებს მთელი აბზაცის სათქმელს ან კავშირს აბამს მომდევნო აბზაცთან.
წაიკითხეთ ფრაზები
მას შემდეგ, რაც თქვენ წაკითხული გექნებათ პირველი და ბოლო აბზაცები, შეძლებთ გაიგოთ, რა ხდება ამ პარაგრაფში, ხოლო თუ ასე არ მოხდა, თქვენ მაინც არ დაგჭირდებათ მთელი აბზაცის წაკითხვა. საკმარისი იქნება თვალი გადაავლოთ ფრაზებს, საკვანძო სიტყვებს და თქვენ ავტომატურად იპოვით საჭირო ინფორმაციას.
დააიგნორეთ პატარა სიტყვები
ყურადღებას ნუ მიაქცევთ პატარა სიტყვებს, კავშირებს, მაგალითად, როგორებიცაა: და, ან, თუ. თქვენი ტვინი ხედავს მათ აღიარების გარეშეც. ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს მათ ამოკითხვაში.
მონიშნეთ საკვანძო წინადადებები
თუ წიგნი თქვენია, შეგიძლიათ ეს თავისუფლად გააკეთოთ. შეგიძლიათ გააფერადოთ ის წინადადებები, სადაც საკვანძო აზრებია გამოთქმული. ასე თქვენ ყოველთვის მარტივად შეძლებთ ტექსტის გადაკითხვას და იმ ინფორმაციას დაიგნორებას, რომელიც არ გჭირდებათ.
გამოტოვეთ ბუნების აღწერა და სხვა თქვენთვის არასაჭირო ინფორმაცია
ხშირად ავტორები ისე გვექცევიან წიგნებში, როგორც ფილმების ყურებისას სარეკლამო რგოლები, მაგრამ მათი გადახვევა ყოველთვის არ შეგვიძლია. თუმცა წიგნში საქმე გაცილებით მარტივადაა, თქვენ შეგიძლიათ ეს არასაჭირო ინფორმაცია თვალის გადავლებით გამოტოვოთ.
პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა
სწრაფი კითხვისთვის პრაქტიკა მთავარია. ამიტომ სცადეთ ამგვარი კითხვა მაშინაც, როცა თქვენ არ ხართ შეზღუდულები დროში. დარწმუნებულები იყავით, რომ ძალიან მალე თქვენ ისე დაიწყებთ სწრაფად კითხვას, რომ ვერც გააცნობიერებთ.
წყარო