“თემის ელჩები” ახალგაზრდების მედიაწიგნიერებისთვის


  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ზუგდიდის ამერიკული კუთხის პროექტ “თემის ელჩების” ფარგლებში დააფინანსა ახალგაზრდული პროექტი – “მედია სკოლა”, რომლის პრეზენტაცია გაიმართა ზუგდიდის ტექნოპარკში. 

დღევანდელ შეხვედრაზე, პროექტის კოორდინატორმა ლუკა ჩანგელიამ ისაუბრა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე და მიზნებზე.

ლუკა ჩანგელია: “მედია სკოლა არის ხუთთვიანი პროექტი. პროექტი დაფინანსებულია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ, ზუგდიდის ამერიკული კუთხის პროექტის “თემის ელჩების” ფარგლებში, თანადამფინანსებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტის ფარგლებში, აირჩა ოცდაერთი ახალგაზრდა, რომლებიც შემდგომში გააგრძელებენ ჩვენს პროექტში მონაწილეობას. ახალგაზრდები შეიცნობენ სხვადასხვა მიმართულებას, როგორც მედიის, ასევე ახალგაზრდული თემების მიმართულებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება. გვყავს ძალიან ბევრი საინტერესო პარტნიორი. მომავალშიც ძალიან ბევრ აქტუალურ თემას შემოგთავაზებთ, რომელიც მოეწონება, როგორც ჩვენს ახალგაზრდებს, ამავდროულად იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩვენი მაყურებლები”.

პროექტის პარტნიორები არიან:

 ზუგდიდის ამერიკული კუთხე;

 საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობა სამეგრელო – ზემო სვანეთში;

 რუხის ინოვაციების ცენტრი;

 რეგიონის პირველი ახალგაზრდული ინტერნეტტელევიზია ZUGDIDI TV ;

 მედია – პორტალი zugdidelebi.ge ;

 ტელეკომპანია “ოდიში”;

 საყმაწვილო ჟურნალი “სარკმელი”. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!