“როგორ შეირგებთ გაზრდილ ხელფასებს…”


დღეს, საკრებულოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისათვის ხელფასის მომატების შესახებ, ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე შეეხმიანა საკრებულოს წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” ანა წითლიძე, რომელიც სხდომას არ ესწრებოდა.

“დღეს საპატიო მიზეზით ვერ დავესწრები ალბათ საკრებულოს დიდ სხდომას. ამიტომ …

ადამიანურად ყველაზე მძიმე საკრებულოს კომისიის სხდომა მქონდა. საოცარია ეს ქვეყანა და ადამიანის ბუნება, რის წინააღმდეგაც “იბრძოდნენ” სწორედ ის ქნეს დღეს, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. არ ვიცი შერცხვათ თუ არა საკითხის გატანის და მისი “გაპრავების” ან შერცხვებათ თუ არა დიდ სხდომაზე. ერთი ზუსტად ვიცი მოვა დრო საკუთარი ხალხის შეგრცხვებათ. მეც შემრცხვება რომ მანდ ვიყავი და უფრო მეტი ვერ ვქენი, ვერ შევძელი დამერწმუნებინა რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში როდესაც ოკუპაციის და ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე ვართ ამის გაკეთება არ შეიძლება.

არ მინდა ჩასაფრებული ოპონენტივით გამომივიდეს, როგორც ჩემი ქვეყნის და ქალაქის რიგით მოქალაქეს ეხლაც მეტირება და კომისიის სხდომაზეც მეტირებოდა, ადამიანურად რომ მახსენდება რამდენის გაძლება უწევს ჩემს ხალხს და ქვეყანას, რამდენი მშიერი დადის და რომ მთვარი განსახილველი თემა ჩემი ქალაქის საკრებულოში დღეს საჯარო მოსამსახურეებისათვის ხელფასის ფაქტიურად ორჯერ გაზრდა იყო. მე გაპატიეთ რომ თქვენი ოპოზიციონერობის დროს მე საჯარო სამსახურში 250 ლარი მქონდა ხელფასი და თქვენ ხალხს ატყუებდით როდესაც ჩვენს დანამატებზე აპელირებდით. (თქვენი ხელფასების პირობებში, რომელიც დღეს მიიღეთ პრემია დამატებულიც კი არ გამოდიოდა სპეციალისტზე 700 ლარი, არათუ 1000 ლარი მთავარ სპეციალისტზე და 2000 ლარი აპარატის უფროსზე და ა.შ.) ისიც გაპატიეთ გადადექის ძახილით თეთრი მანდილი რომ დაქონდათ თქვენი დაკვეთით და ისიც კუბო რომ მოგვითრიეს თქვენმა გუნდის წევრებმა და თქვენ “გაყუსულები” ხმა არა ამოგიღიათ “ქვეყნის სიყვარულით” ყველაფერი გაპატიეთ რადგან დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი რამდენი სხვაობაა თქვენსა და ჩვენს შორის და თქვენ ვერასოდეს მივხდებით რისთვის ვიბრძვით მე საკუთარი სიცოცხლის და თავისუფლების ფასადაც კი. გაპატიეთ და ღმერთს ვთხოვე არასოდეს გამაკეთებინოს იგივე. ღმერთს ჩემი ხალხისთვის გაძლება ვთხოვე. ჩემთვის ადამიანურად იმდენად მძიმე აღმოჩნდა თქვენ როგორ დაგეძინებათ ან შეირგებთ ამ უაზროდ გაზრდილ ხელფასებს ამ ეკონომიკური დაღმავლობის ფონზე მართლა არ ვიცი.”
მოგვიანებით, დეპუტატი ისევ აგრძელებს თემას და ერთ-ერთ მასალაზე კომენტირებისას წერს:
“ჩვენთან მერია საკრებულოში ყველამ “გადალახა” უმაღლესი ქულები აიღეს იმისთვის რომ შემდეგ ხელფასები პირველივე საკრებულოს სხდომაზე მოემატნათ სამჯერ! ხალხი ფეხებზე დაეკიდათ! სინდის ნამუსზე ხელი აეღოთ, არც შერცხვენოდათ! წინასწარ ჩაწყობილი ატესტაციებით და და გადიდებული ხელფასებით ხვდებიან ახალ წელს, ვერაფერს იტყვი მაგარი საჩუქარი გაუკეთეს საკუთარ თავს. ამას გგონიათ გაპატიებთ? თვალებში როგორ ჩაგვხედავთ წინა საკრებულოს ხელფასებზე რომ აპელირებდით ისინი!!:”
დეპუტატი თემასთან დაკავშირებით ისევ აქვეყნებს შემდეგი შინაარსის ,,ფეისპოსტს” საკრებულოსა და მერიის საყურადღებოდ:
“საკრებულოსაც და მერიასაც! ამ მომატებული ხელფასების ფონზე, ოღონდაც თქვენ ჩემს 1000 მდე სოციალურად დაუცველ და დევნილ მოსწავლეს და სტუდენტს, რომლებსაც უფასოდ ვასწავლით გაუჭედოთ და ფართი არ დააფინანსოთ! ოღონდაც!!!!!” საუბარია ,,ზუგდიდის განვითარების ცენტრის” ფართით უზრუნველყოფაზე, რისი თხოვნითაც ანა წითლიძემ საკრებულოს მიმართა და სხდომაზე ცენტრის წევრებიც მიიყვანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!