თემო მალანია ,,ახალ სახეებთან” ერთად


დღეს, არტგალერეაში, მსმენელის წინაშე, ზუგდიდის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ორგანიზაცია ,,ოდაბადეს”  პროექტის ,,ახალი სახეები” ფარგლებში, საკუთარი შემოქმედებით წარსდგა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, კირცხის თემის I საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თემო მალანია. მისი ლექსების კრებული ,,ბედის ირონია” აუდიტორიამ, სადაც თემურ მალანიას აღმზრდელ მასწავლებლებთან, მეგობრებთან ერთად ზუგდიდელი ახალგაზრდა პოეტებიც ისხდნენ, საკმაოდ თბილად მიიღო. კირცხის საჯარო სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა პოეტი ნიჭიერებასთან ერთად შრომისმოყვარეცაა, ოქროს მედლის კანდიდატია, ემზადება ენათმეცნიერებასთან შესარკინებლად და ამ მიმართულებით უკვე აქვს წარმატებებიო. თემურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა გაიხსენა ახალგაზრდა პოეტის ბავშვობა, მისი პირველი ლექსები და თავადაც წაიკითხა ერთი ლექსი მისი შემოქმედებიდან.

,,ახალი სახეები” მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, სადაც ახალგაზრდა შემოქმედებს ეძლევათ შესაძლებლობა წარსდგნენ საზოგადოების წინაშე და თქვან თავიანთი სათქმელი თავისუფლად, ყოველგვარი ცენზურისა და კრიტიკის გარეშე.  აღსანიშნავია, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სხვა პროექტებთან ერთად,  ,,ახალი სახეებიც” გასცდა ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფარგლებს და გადაინაცვლა მთელს რეგიონში, რისი დასტურიც გახლდათ დრევანდელი დღეც. უახლოეს ხანებში, დაგეგმილია, ,,ახალ სახეებში” წალენჯიხელი შემოქმედების მონაწილეობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!