როგორ უნდა მივიღოთ რუჯი დამწვრობის გარეშე და როგორ მოვუაროთ გარუჯულ კანს?


  • მე­დი­კო­სებს სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა აქვთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის თუ არა გა­რუ­ჯვა უსაფრ­თხო და რა რა­ო­დე­ნო­ბით რუჯი მი­იჩ­ნე­ვა “სწორ ზო­მად”.რე­ა­ლუ­რად, რუ­ჯის უსაფრ­თხო რა­ო­დე­ნო­ბა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა არ­სე­ბობს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნის დამ­წვრო­ბას ავი­რი­დებთ თა­ვი­დან.

თავ­და­პირ­ვე­ლად, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ რუჯი კა­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლო ნამ­დვი­ლად არ არის, რად­გან ის არ იწყებს ფე­რის შეც­ვლას იქამ­დე, სა­ნამ ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი ჩვენს კან­ში ღრმად არ შე­მო­აღ­წე­ვენ და დნმ-ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას არ მო­ახ­დე­ნენ. სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის რე­ზი­დენ­ტი, დერ­მა­ტო­ლო­გი რო­ქ­სა­ნა და­ნე­შუ გან­მარ­ტავს, რომ ამ პრო­ცესს კა­ნის კი­ბოს რის­კის ზრდა შე­უძ­ლია.
“უსაფრ­თხო გა­რუ­ჯვა ცნე­ბის სა­ხით არ არ­სე­ბობს, რაც კა­ნის ფე­რის შეც­ვლა რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კა­ნის უჯრე­დე­ბი იქამ­დე ზი­ან­დე­ბი­ან მზის სხი­ვე­ბის­გან, სა­ნამ არ და­ი­ხო­ცე­ბი­ან”, – აღ­ნიშ­ნავს დერ­მა­ტო­ლო­გი.

თუ მა­ინც გა­და­წყვეტთ გა­რუ­ჯვას, მისი თან­მდე­ვი რის­კე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­სამ­ცი­რებ­ლად, რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცია უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ:

მო­ვე­რი­დოთ სო­ლა­რი­უმს და მი­ვი­ღოთ ბუ­ნებ­რი­ვი ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი

ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე The Cranley Clinic-ის ექი­მი ნიკ ლოუი გვე­უბ­ნე­ბა, რომ სო­ლა­რი­უ­მის მოხ­მა­რე­ბი­სას დიდი ოდე­ნო­ბით UVA (ულტრა­ი­ის­ფე­რი A-სხი­ვე­ბი) გა­მო­ი­ყო­ფა და ამავდრო­უ­ლად, სა­ერ­თოდ ვერ ვი­ღებთ UVB-ს, რო­მე­ლიც D ვი­ტა­მი­ნის სტი­მუ­ლა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მე­დი­კო­სის თქმით, ეს პრო­ცე­სი კა­ნის კი­ბოს რისკს 75%-ით ზრდის.

სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა

მზის­გან დამ­ცა­ვის შე­ფუთ­ვა­ზე არა მხო­ლოდ SPF-ს (Sun Protection Factor – კა­ნის დამ­ცა­ვი ფაქ­ტო­რი), არა­მედ UVA-ს (ულტრა­ი­ის­ფე­რი A-სხი­ვე­ბი) შე­სა­ხებ გან­მარ­ტე­ბა­საც უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, რომ­ლის აღ­წე­რა­შიც სა­სურ­ვე­ლია, ეწე­როს “მა­ღა­ლი”.
უმ­ჯო­ბე­სია, არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ SPF 30-ზე ან SPF 50-ზე და­ბა­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მქო­ნე მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, რად­გან ისი­ნი მავ­ნე ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბას ფილტრა­ვენ, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ რუ­ჯის მი­ღე­ბას ვერ შევ­ძლებთ. ასე თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ დამ­წვრო­ბას. რაც უფრო ღია ფე­რი­საა კანი, უფრო მა­ღა­ლი SPF-ის მქო­ნე მზის­გან დამ­ცა­ვი ესა­ჭი­რო­ე­ბა მას. ამას­თან, სა­სურ­ვე­ლია, მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა კან­ზე ყო­ველ 2 სა­ათ­ში ერთხელ და­ვი­ტა­ნოთ.იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ რუჯს სა­ერ­თოდ არ ვი­ღებთ, დერ­მა­ტო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად სა­სურ­ვე­ლია.

და­ვუ­ჯე­როთ ექი­მებს, როცა მზე­ზე გას­ვლის სწო­რი დრო­ის შე­სა­ხებ მიგ­ვი­თი­თე­ბენ

შუ­ა­დღის 14:00 სა­ათ­ზე მზის­გულ­ზე ყოფ­ნა არას­დროს არის უსაფრ­თხო, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი SPF-ის მქო­ნე მზის­გან დამ­ცა­ვიც რომ გვეს­ვას. ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ პირ­ველ ჯერ­ზე მზე­ზე გას­ვლი­სას 20 წუ­თიც საკ­მა­რი­სია. ამას­თან, რუჯი დი­ლის 10:00 სა­ა­თამ­დე და სა­ღა­მოს 17:00 სა­ა­თი­დან უნდა მი­ვი­ღოთ.

მო­ვე­რი­დოთ სხვა­დას­ხვა კა­რაქს და მსგავს გა­სა­რუჯ სა­შუ­ა­ლე­ბას

წესი N1: არას­დროს უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ გა­სა­რუ­ჯი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ შე­ი­ცავს SPF-ს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქო­ქო­სის, შიის, კა­კა­ოს და მსგავ­სი კა­რა­ქე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით რუ­ჯის მი­ღე­ბა დღეს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, რო­გორც წესი, არ შე­ი­ცავს SPF-ს და მათი კან­ზე და­ტა­ნა რუ­ჯის მი­ღე­ბი­სას საფრ­თხე­საც კი წარ­მო­ად­გენს. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერ­თი ქო­ქო­სის კა­რა­ქი მხო­ლოდ 20%-ით გვი­ცავს მზის მავ­ნე სხი­ვე­ბის­გან.
პირ­ველ რიგ­ში, რუჯი კა­ნის და­ბე­რე­ბის საფრ­თხეს შე­ი­ცავს და გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა მსგავ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ვაჩ­ქა­რებთ ამ პრო­ცესს, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, კანი და­იწ­ვე­ბა, და­ზი­ან­დე­ბა და ამას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს სხვა თან­მდე­ვი პრო­ცე­სე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხის ქვეშ ჩა­ვიგ­დებთ.

კა­ნის გა­მოშ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მივ­მარ­თოთ სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბებს და არა სა­ხალ­ხო მე­თო­დებს ან კოს­მე­ტი­კას

მი­უ­ხე­და­ვად რის­კე­ბი­სა, გვი­ჭირს ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა­სა და რუ­ჯზე უა­რის თქმა. თუ მზის­გან დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ყე­ნებთ, ბევრ წყალს ვსვამთ და სწორ დროს ვირუ­ჯე­ბით, დამ­წვრო­ბის ნაც­ვლად, ოქ­როს­ფერ შე­ფე­რი­ლო­ბას მი­ვი­ღებთ, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა კანი გა­მოშ­რეს და აი­ქერცლოს.სა­სურ­ვე­ლია, ეს პრო­ცე­სი უყუ­რა­დღე­ბოდ არ დავ­ტო­ვოთ. უნდა მო­ვე­რი­დოთ კა­ნის მე­ქა­ნი­კუ­რად აძ­რო­ბას. გა­მომშრა­ლი და ფერ­შეც­ვლი­ლი კა­ნის უჯრე­დე­ბი უკვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და სა­სურ­ვე­ლია მას­ზე არა რა­ი­მე ტი­პის ზე­თის ან კა­რა­ქის, არა­მედ სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბის და­ტა­ნა. შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ დექ­სპან­თე­ნო­ლის შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე სა­შუ­ა­ლე­ბა (მა­გა­ლი­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მა­ლა­მო “რეკ­რე­ო­ლი”).

დექ­სპან­თე­ნო­ლი ხელს უწყობს ქსო­ვი­ლე­ბის რე­გე­ნე­რა­ცი­ას. ის ქსო­ვი­ლებ­ში პან­თო­ტე­ნის მჟა­ვად გარ­და­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც კო­ფერ­მენტ A-ს შე­მად­გე­ნელ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს და მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ეპი­თე­ლი­უ­მის ნორ­მა­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში, ფიბ­რობ­ლას­ტე­ბის ზრდა­სა და კა­ნის აღ­დგე­ნის დაჩ­ქა­რე­ბა­ში. სხვა­დას­ხვა კა­რა­ქის და­ზი­ა­ნე­ბულ კან­ზე მოხ­მა­რე­ბას დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას ნაკ­ლე­ბად უწე­ვენ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!