როგორ უნდა დავლიოთ წყალი სწორად


  • გაუწყლოება უარყოფითად მოქმედებს შრომის უნარზე. კვლევამ აჩვენა, რომ სპორტსმენები, რომელთა ორგანიზმიც აქტიურად გამოყოფს სითხეს, სწრაფად განიცდიან ძლიერ სისუსტეს და კარგავენ ენერგიას. ზომიერი გაუწყლოებაც კი უარყოფითად მოქმედებს განწყობასა და კონცენტრაციის უნარზე.

გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო საშუალებაა წყლის დალევა. ამერიკის მედიცინის ნაციონალური აკადემიის რეკომენდაციით, საჭიროა დღეში 2700- 3700-მლ სითხის მიღება, მაგრამ ამის გაკეთება საჭიროა სწორად.

ერთიანად დიდი რაოდენობით წყლის მიღება არაა ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნების საუკეთესო და ეფექტური საშუალება. დიდი რაოდენობით წყლის მიღების შემდეგ, მომდევნო ორი საათის განმავლობაში ხშირდება შარდვა, ხოლო შარდს აქვს ძალიან ღია ფერი, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყალი ორგანიზმმა ვერ აითვისა. ღია ფერის შარდი ორგანიზმში წყლის სიჭარბეზე მიანიშნებს.

კვლევის ფარგლებში, მოხალისეთა შარდის ანალიზის შედეგების მიხედვით მკვლევრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რამოდენიმე სასმელი, მათ შორის რძე, ჩაი, ფორთოხლის წვენი გაუწყლოების პრობლემის პრევენციის კუთხით უბრალო წყალზე უკეთ უმკლავდებოდა.
ეს არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ წყალზე და დავლიოთ მხოლოდ რძე და ფორთოხლის წვენი. მაგრამ კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს სასმელები შეიცავენ ისეთ კომპონენტებს, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმში სითხის შეკავებაზე. საუბარია საკვებ ნივთიერებებსა და დიურეზულ აგენტებზე – ანუ ნაერთებზე, რომლებიც ხელს უწყობს შარდის წარმოების გაზრდას.
პოპულარული მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით წყალი ასუფთავებს ორგანიზმს უსარგებლო ნივთიერებებისაგან გარკვეულწილად მართალია. შარდთან ერთად მართლაც გამოიყოფა შლაკები, მაგრამ ცარიელ კუჭზე ბევრი წყალი ამ გამწმენდ პროცესს ხელს არ უწყობს.
წყალი ან სხვა სასმელი უნდა დალიოთ დროდადრო მცირე რაოდენობით. ეს დაიცავს თირკმელებს გადატვირთვისაგან და ორგანიზმში მეტი სითხე შენარჩუნდება. წყალი დალიეთ ჭამამდე.
ორგანიზმში სითხის ოპტიმალური დონის შეასანარჩუნებლად მთელი დღის განმავლობაში წყალი მიიღეთ მცირე რაოდენობით. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე წყლით სავსე ჭიქების დაცლა ჭამათა შორის შუალედებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!