- ბევრ მანქანას აქვს სწრაფი, დელიკატური რეცხვის რეჟიმი, რომელიც დიასახლისებს დროის და ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევს. თუმცა დღესდღეობით ამ რეჟიმებით სარგებლობას არ გირჩევთ. რატომ?
სწრაფი რეცხვის დროს გვაქვს ძირითადად ორი ვარიანტი, 30 და 40 გრადუსი. ამ ორ რეჟიმს შორის სხვაობა ფაქტობრივად არ არსებობს, ორივე შემთხვევაში სარეცხი ნელ-თბილ წყალში ირიცხება. ყველაზე სწრაფი რეცხვის რეჟიმი განკუთვნილია სამოსისთვის, რომელსაც იშვიათად ვხმარობთ, თუმცა დღევანდელ დღეს ამ შემთხვევაშიც თავის შეკავებას გირჩევთ.
რაც უფრო მეტია წყლის ტემპერატურა მით უკეთესი
რაც უფრო მაღალია იმ წყლის ტემპერატურა, რომელშიც სარეცხს ვრეცხავთ მით მეტია ალბათობა იმისა, რომ მიკრობები იხოცება. იმისათვის, რომ დაგარწმუნოთ იმაში, რომ 40 გრადუსი მიკრობების დასახოცად საკმარისი არ არის მოვიყვანთ მაგალითს, რომ ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 36,6 –ია, რაც ბაქტერიების და მიკრობებისთვის იდეალური პირობაა. აი, 60 გრადუსზე კი მიკრობების უმეტესობა იხოცება.
ინფექციის გავრცელების პერიოდში აუცილებელია სარეცხის ხშირი რეცხვა, იქნება ეს პირსახოცები, თეთრეული, ჩაის ტილოები, ხელთათმანები, ბავშვის ტანსაცმელი თუ სხვა.
თუ თქვენს სარეცხის მანქანას შრობის ფუნქციაც აქვს, ამაზე უკეთესი ამ ეტაპზე არაფერია, გირჩევთ აუცილებლად გამოიყენოთ ეს ფუნქციაც.
ასევე დროა დაიწყოთ სარეცხის დაუთოება, ცხელი უთო მიკრობებს ანადგურებს.
რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა
დროდადრო აუცილებლად ჩაუტარეთ დეზინფექცია თქვენს სარეცხის მანქანას. საამისოდ ჩაასხით მანქანაში ერთი ჭიქა ძმარი, შეარჩიეთ ტემპერატურა არა ნაკლებ 60 გრადუსისა და ჩართეთ ყველაზე ხანგრძლივ რეჟიმზე.
ძმარი მოაშორებს თქვენ მანქანას დაგროვილ ნადებს და დახოცავს მიკრობებს.
ეცადეთ არ დააგროვოთ სარეცხი კალათაში და შეძებისდაგვარად სწრაფად გარეცხოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში ვინმე ავად არის.