ააიპი-ებმა, გაწეული სამუშაოების ანგარიში წარუდგინეს მერიას. მათ შორის, რა თქმა უნდა, „ზუგდიდსდასუფთავებამაც.“ სამსახურის დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ ისაუბრა 2015 წელს მათ მიერ გაწეულ საქმიანობაზე და იმავდროულად, მერიას სთხოვა მომავალი წარმატებული საქმიანობისათვის გამოეყო გარკვეული თანხა მთელი რიგი საჭირო ტექნიკის შესაძენად. როგორც ნუგზარ მალაშხიამ „ზუგდიდელები.გე“-სთან საუბარში აღნიშნა:
„-საჭირო იქნება 2016 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, მერიის ტერიტორიაზე განსათავსებლად და არსებულის ახალით შესაცვლელად შეძენილი იქნას: – 1.1-1.3 მ3 ტევადობის მეტალის ურნები მინიმუმ 500 ცალამდე, სავარაუდო ღირებულებით 400.0 ათასი ლარის; – 240 ლიტრის ტევადობის პლასტმასის ურნები 300 ცალი, ღირებულებით 36 ათასი ლარი; – 50-80 ლიტრი ტევადობის ურნები, რომლებიც ბოძებზე მონტაჟდება, 200 ცალი -20 ათასი ლარის ღირებულების; ურნების შესაძენად საჭირო კაპიტალური დანახარჯების ჯამია 702 ათასი ლარი.
შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით საჭირო იქნება აგრეთვე სამანქანე პარკის განახლება–გაფართოება. ქალაქის ტერიტორიის მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით სასურველია შეძენილი იქნას:
-ნაგავმზიდი ავტომანქანა 20 – 24 მ3 ტევადობის, ერთი ერთეული სავარაუდო ღირებულებით 200.0 ათასი ლარი;
– ნაგავმზიდი ავტომანქანა 5-10 მ3 ტევადობის, ერთი ერთეული, სავარაუდო ღირებულებით 120.0 ათასი ლარი;
– ნაგავმზიდი ავტომანქანა 4 – 6 მ3 ტევადობის, ერთი ერთეული, სავარაუდო ღირებულებით 62.0 ათასი ლარი;
-თვითმცლელი ა/მ ( დაბალი ძარით) 5 -10 მ3 ტევადობის, 2 ერთეული, სავარაუდო ღირებულებით 95.0 ათასი ლარი;
-ქუჩების გასარეცხი, წყლის მშხეფი მანქანა, ერთი ერთეული, სავარაუდო ღირებულებით 100.0 ათასი ლარი;
– ასენიზაციის მანქანა ერთი ერთეული , სავარაუდო ღირებულებით 150.0 ათასი ლარი;
-0 ბულდოზერ – ექსკავატორი, ერთი ერთეული, 160.0 ათასი ლარი;
– მოტოროლერები – 4 ერთეული, ერთი ერთეულის სავარაუდო ღირებულება 19 ათასი ლარი, სულ ოთხივეს ღირებულება 76.0 ათასი ლარი;
– ტროტუარებისა და გაზონების მცირე ზომის დამგველი მანქანა, ერთი ერთეული, სავარაუდო ღირებულებით 70, 0 ათასი ლარი;
-პიკაპის ტიპის ავტომანქანა ( მეორადი), ერთი ერთეული, სავარაუდო ღირებულებით 30 ათასი ლარი;
-პირუტყვის დამჭერთა ბრიგადისათვის საჭირო , ძარიანი სპეცავტომანქანა ( 7 კაციანი კაბინით ), სავარაუდო ღირებულებით 70.0 ათასი ლარი;
– სულ საჭირო კაპიტალური დანახარჯების ჯამია 1133.0 ათასი ლარი. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მერიის თანადგომით უკვე გადაწყვეტილია ორი ნაგავმზიდი მანქანის და 150 ცალი ნაგვის კონტეინერის შეძენა, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ქუჩაში.”