მანანა ბარძემაშვილი – ყველაფერს სასამართლო გაარკვევს


ბაზრის რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი ისევ გადაიდო. ცენტრალური სუპერმარკეტის დირექტორმა მანანა ბარძემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებას კონკრეტული შედეგი არ მიჰყოლია. “მოვაჭრეებს შესთავაზეს, თუ ისინი ითანამშრომლებდნენ  ტენდერში გამარჯვებულ ფირმასთან, რკინის კონსტრუქციებს არ აჭრიდნენ,
მაგრამ ამაზე მოვაჭრეებმა უარი განაცხადეს. ალბათ ყველაფერი სასამართლოს გზით უნდა გაირკვეს.”

ამ წუთებში, პოლიციამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დატოვეს ბაზრის ტერიტორია. მოვჭრეების ნაწილი კი, ჯერ კიდევ ადგილზე რჩება.

პარასკევს, მერიაში შეიკრიბა ბაზრის თემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამი დღის ვადაში მოხდება კონსტრუქციების დემონტაჟი.

შ.პ.ს. „სუპერმარკეტში“ მოვაჭრე ქალბატონები აპროტესტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „ლონდასტერის’’ შემოსვლას და  სავაჭრო დახლების  დემონტაჟს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!