თითქოს რა უნდა იყიდო ერთ დოლარად? შოკოლადის ბატონი, საღეჭი რეზინი? მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ თანხით სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი რამის ყიდვაა შესაძლებელი. გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რისი შეძენა შეგიძლიათ სხვადასხვა ქვეყანაში მხოლოდ 1 დოლარად.
1. კამბოჯა: ორი კათხა ჩამოსასხმელი ლუდი, ერთი შემწვარი და იმბირში დამარინადებული ბაყაყი, ბამბის შარფი, 3 ხრაშუნა, შემწვარი ობობა, 20-წუთიანი “თევზის პედიკიური”, 4 ლიტრი სასმელი წყალი, ორი ქილა “კოკა-კოლა”; ასევე, 1 დოლარად შეგიძლიათ სამრეცხაოში გარეცხოთ ერთი კილოგრამი თეთრეული.
2. ავსტრია, ვენა: ფუნთუშა Kornspitz-ი.
3. ფილიპინები: ფეხის ნახევარსაათიანი მასაჟი, პატარა შემწვარი თევზები, მამაკაცის თმის შეჭრა, 28 ღერი სიგარეტი “მარლბორო”, ყავა 7Eleven-ში, ინტერნეტი – 2 საათი, 4 ცალი Mr.Donut-ის ფუნთუშა, ტაქსით მგზავრობა 2 კმ, 4 ლ სასმელი წყალი ან ძალიან ბევრი ბრინჯი.
4. ესპანეთი: კანარებზე, კერძოდ კი, ტენეერიფზე, ერთ დოლარად შეგიძლიათ მიირთვათ ფინჯანი ყავა, ოღონდ არა პოპულარულ კურორტებზე, არამედ დედაქალაქში.
5. ვიეტნამი: ველოსიპედის ქირაობა 1 დღით, 2 ფინჯანი ყავა რძით, Mobifone-ის სიმით 15 წუთი საუბარი, სამრეცხაოში ცოტაოდენი თეთრეულის გარეცხვა, 250 დაშაქრული ჯანჯაფილი, 40 ცალი მწყრის კვერცხი, 1 ცალი ტრადიციული ვიეტნამური შლაპა, ერთი-ორი გაზეთი, 1 DVD, 7 ლიტრი სასმელი წყალი, 2 ცალი ბილეთი ჰანოერ ლიტერატურულ ტაძარში, 2 ქილა Halida-ს ცივი ლუდი, 1,25 ლ ბენზინი.
6. ხორვატია: ნაყინის 1 დიდი პორცია.
7. დანია: ერთი ლიტრი რძე, ჩიაბატა Godthaabsvej Bakery-ში, საფოსტო მარკა.8. უნგრეთი: ბუდაპეშტში 1 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ 1 ნაყინი, 4 საშუალო ზომის ვაშლი, 1 მისალოცი ბარათი, 1 გაზეთი ან ნახევარსაათიანი პარკინგი ძველ ქალაქში.
9. თურქეთი: ავტობუსის ბილეთი, ერთი ქილა “კოკა-კოლა”, სენდვიჩი, ფინჯანი ჩაი, ერთი-ორი გაზეთი, ერთი კგ ფორთოხალი ან ვაშლი, ნახევარი კგ ბანანი, 2 ბოთლი წყალი (თითო 0,5 ლ) ან 2 ბატონი პური. 10. იტალია: 1 ბოთლი იაფფასიანი ღვინო ან 1 კგ სპაგეტი, 6 ბოთლი მინერალური წყალი ან ერთი აბი იბუპროფენი, რომელიც გაგიყუჩებთ ღვინით ატკიებულ თავს.
11. კოლუმბია: ფინჯანი ყავა და რამდენიმე ახალი გამომცხვარი ფუნთუშა.
12. სამხრეთი კორეა: სეულში 1 დოლარად შეგიძლიათ ისეირნოთ ავტობუსით ან მეტროთი.
13. ტაილანდი: ერთი 4-ლიტრიანი ბალონი სასმელი წყალი, 1,5 ლ გაზიანი მინერალური წყალი, ერთი საათი მობილურით საუბარი (რა თქმა უნდა, ადგილობრივ ქსელებზე), ინგლისურენოვანი გაზეთი Bangkok Post-ი, 3 პორცია ნაყინი, ერთი თეფში ტაილანდური ბრინჯი დარიჩინით, ერთი ლიტრი ბენზინი, ტაქსით რამდენიმე კილომეტრზე მგზავრობა, 2 ლიტრი “კოკა-კოლა”, საჭმელი ჩიანგ-მაიას ქუჩებში.
14. ეგვიპტე: ერთი პორცია koshary Plate, რომელშიც შედის ბრინჯი, მაკარონი, შემწვარი ხახვი, ასევე, ფუნთუშა.
15. ინდოეთი: ერთ დოლარად ამ ქვეყანაში შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.
16. კოსტა-რიკა: პაპაია, ანანასი ან საზამთრო.
17. დუბაი: აქ 1 დოლარად შეგიძლიათ გასინჯოთ შავერმები Jabal al Noor-ში.
18. პორტუგალია: 1 ესპრესო (მხოლოდ არა აეროპორტში).
19. ლაოსი: ერთი ქილა ცივი ლუდი, ერთი სენდვიჩი ბეკონითა და ყველით, 4 რულონი ტუალეტის ქაღალდი, 16 საშუალო ზომის ბანანი, 1-საათიანი ინტერნეტი (ტურისტულ ადგილებში მხოლოდ ნახევარი საათით), 3 ლიტრი სასმელი წყალი, 2 ცალი კრუასანი.
20. ავსტრალია: ლატარიის ბილეთი შანსით, მოიგოთ იმდენი ფული, რომ გეყოთ ავსტრალიაში მოგზაურობის 2-კვირიან ტურზე.
21. იორდანია: ჩიფსების ერთი შეკვრა ან 2 ფინჯანი ყავა.
22. აშშ: ლოს-ანჯელესში 1 დოლარად შეგიძლიათ გაისეირნოთ Blue Bus-ით ან გააჩეროთ მანქანა პარკინგზე ერთი საათით.
23. ნიკარაგუა: ერთი ქილა ლუდი.
24. არგენტინა: ბუენოს-აირესში 1 დოლარად შეგიძლიათ იმგზავროთ ავტობუსით ან მეტროთი, იყიდოთ ბევრი ხილი ან მიირთვათ ერთი ცალი ფუნთუშა.
25. ინდონეზია: მანადოში 1 დოლარად შეგიძლიათ ისადილოთ სრულფასოვნად შემწვარი ქათმით, ბრინჯით, ბოსტნეულით, მინერალური წყლითა და ხილით.
26. დიდი ბრიტანეთი: ნახევარი ლიტრი ბენზინი, 2 ღერი სიგარეტი, 3 ცალი ვაშლი, გაზეთი.