ხვალ, ზუგდიდის ცენტრალური ნაწილის ქუჩებს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება


“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, “ზუგდიდის რაიონის ცენტრალური ნაწილის სტაბილური და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის დაგეგმილია 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზ „ჩხოუშია“-ს რეაბილიტაცია. სამუშაოები შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან.

  პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყება 26 იანვარს, შაბათს, რის გამოც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ქ.ზუგდიდში ცენტრალური ნაწილს. ქუჩებს: რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, რ.თაბუკაშვილის, ზ.გამსახურდიას, ერისთავის და მიმდებარე ტერიტორიებს. ასევე, ტუბდისპანსერს. სოფლებს: ჭითაწყარი, ინგირის ნაწილს და ოირემეს. აღნიშნული სამუშოების განხორცილების შედეგად  გაუმჯობესდება ზუგდიდის ცენტრალური ნაწილის ენერგომომარაგება და გაიზრდება ენერგომომარაგების  ხარისხი.

 ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 + 9 =

Akismet ანტისპამი