- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 101 პირი იმყოფება.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 9 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 2056 პირზე.
ამავე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ, დღეს, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.