რეგიონის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში


ქალაქ ფოთში ჯემალ თოფურიას IX მემორიალის პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღია ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში შვეიცარული სისტემით 11 ტურად (დროის რეგლამენტი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით).

ჩემპიონატში რეგიონის 54 მოჭადრაკემ იასპარეზა, მათ შორის მონაწილეობა მიიღო 19 ზუგდიდელმა მოჭადრაკემ.48317984_727748007680328_7110858549449719808_n (1)

მათგან, ქალთა შორის 8,5 ქულით რეგიონის ჩემპიონი გახდა ფიდეს ოსტატი მადონა ბოკუჩავა, ვაჟთა შორის 9 ქულით ვიცე-ჩემპიონობას გაბრიელ ბეჭვაია დაეუფლა.