რა საჩუქარი გაახარებთ ქალებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე


საჩუქრის შერჩევა დიდი ხელოვნებაა. განსაკუთრებით, თუ საყვარელი ადამიანის გულის მოგება გსურთ. თუ იცით მისი ზოდიაქოს ნიშანი, გადახედეთ მის მოთხოვნებს. ასე უფრო გაგიადვილდებათ მისთვის სასურველი ნივთის მირთმევა.
ვერძი
საჩქარზე მეტად ორიგინალური სიურპრიზი გაახარებს. შეგიძლიათ, ფიტნესის აბონემენტი აჩუქოთ ან ბილეთი საყვარელი ჯგუფის კონცერტზე. თუ მისთვის სამკაულის ყიდვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ვერძის თვალია ლალი.
კურო
მისი სფეროა მოფერება და განებივრება. გაახარებთ მდიდრული თაიგულით, ძვირფასი სამკაულით (თუნდაც, ფირუზის მძივით). დაპატიჟეთ ლამაზ წვეულებაზე (მდიდრულ რესტორანში), სადაც ლამაზად ჩაცმული მოვა და თქვენგან
კომპლიმენტებს მიიღებს.
ტყუპი
საინტერესო წიგნი, მოგზაურობის ბილეთი ან საინტერესო კურსზე დასწრება მისთვის შესაფერისი იქნება. შეგიძლიათ პლანშეტი ან ტაბიც მიართვათ. გაახარებს მხიარული ან სიურპრიზიანი საჩუქარიც. ყველაზე მეტად კი ავტომობილი გაახარებს, მეგობრებს ჩაისვამს და ქალაქგარეთ იმოგზაურებს.
კირჩხიბი
მისთვის უმთავრესი ოჯახური სიმყუდროვეა. მიართვით ისეთი საჩუქარი, რაც სითბოსა და მზრუნველობას აგრძნობინებს თქვენგან. აგრეთვე გამოგადგებათ პიკნიკის ნაკრები, ძველებული სამკაული ან ნივთი, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. ბოლოს და ბოლოს, ჩაის ან ყავის ანტიკვარული სერვიზი.
ლომი
ყველაფერი მდიდრული და შოკის მომგვრელი უნდა იყოს. ეს შეიძლება იყოს: ძვირფასი სუნამო, ცნობილი ბრენდის სამოსი, ძვირად ღირებული სამკაული. ან ვახშამი მდიდრულ რესტორანში, მისთვის მიძღვნილი სიმღერა, ლექსი და ბოლოს, რა თქმა უნდა, ლამაზი ფეიერვერკი.
ქალწული
სასარგებლო რამე აჩუქეთ, რასაც ყოველდღიურად გამოიყენებს. ან ჯანმრთელობას გაუუმჯობესებს (მაგალითად აბონემენტი აუზზე, იოგაზე). შეგიძლიათ წიგნიც აჩუქოთ, ოღონდ ძალიან ჭკვიანური, რომელიც რამის სწავლაში გამოადგება.
სასწორი
ბილეთი თეატრში, კონცერტზე, კოსმეტიკის ნაკრები, ძვირფასი კონიაკი, საფულე ან ლამაზი ბლოკნოტი. მას დახვეწილი გემოვნება აქვს და საჩუქარსაც ასეთს იმსახურებს.
მორიელი
რაიმე მაგიური ან ეზოტერიკული ნივთით მოიხიბლება. თუ მასთან ახლოს ხართ, შეიძლება ინტიმური თეთრეულიც მიართვათ. მოეწონება საინტერესო ისტორიის მქონე ნივთიც.
მშვილდოსანი
მისთვის საჩუქარი საინტერესო და გასართობი უნდა იყოს. ასეთია კუბიკ რუბიკით დაწყებული, ჰიდროსკუტერით ან თხილამურებით დამთავრებული. მას მოგზაურობა უყვარს და შეგიძლიათ კარავი აჩუქოთ ან ბილეთი ეგზოტიკურ ქვეყანაში. გაახარებს ეგზოტიკური ქვეყნიდან ჩამოტანილი საჩუქარიც.
თხის რქა
ყველაფერი უნდა იყოს ნატურალური და ისეთი, წლებს რომ გაუძლებს -ტყავის, ქვის, ხის. აგრეთვე, ძვირად ღირებული საათი, სამკაულიც შეგიძლიათ მიართვათ.
მერწყული
თვითგანვითარება და ცოდნის მომტანი ინტელექტუალური საჩუქრებით გაახარებთ. ფოტო ან ვიდეოაპარატი, სმარტ-საათი, პლანშეტი, ან ინტელექტუალური სამაგიდო თამაში, რაც “ტვინს აუდუღებს”.
თევზები
მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი, ღვინით, სანთლებითა და მუსიკით. შეგიძლიათ ლექსებიც წაუკითხოთ. ან აჩუქეთ ფოტოაპარატი, საღებავები – ხატვისთვის. წიგნები ხალხურ მედიცინაზე ან აღმოსავლურ გამაჯანსაღებელ მეთოდებზე (იოგა). აგრეთვე გაახარებთ ბილეთით სპექტაკლზე, აბონემენტით აუზზე და აკვარიუმით.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!