პარიზის ზოოპარკში ახალი ცხოველი ჰყავთ: „წვეთი“, რომელიც ინტელექტით გამოირჩევა


პარიზის ზოოპარკმა წარმოადგინა უცნაური „წვეთი“, რომელსაც სწავლა და შვრიის ჭამა შეუძლია. „წვეთი“ ახლა ტერარიუმში ცხოვრობს, სადაც თბილი ტემპერატურა და კარგი ტენიანობაა.
პარიზის ზოოლოგიურ პარკში დაახლოებით 180 სახეობაა განთავსებული, რომელთა უმეტესობა ზოოპარკისთვის სტანდარტულად ითვლება: ზებრები, ჟირაფები, პინგვინები, ტუკანები, კუები და ა.შ.
ცოტა ხნის წინ ზოოპარკში ახალი ექსპოზიცია გამოჩნდა, რომელმაც მეცნიერები გააკვირვა და გააოგნა. ის ოფიციალურად ცნობილია, როგორც Physarum polycephalum, მაგრამ ზოოპარკის თანამშრომლებმა მას „წვეთი“ შეარქვეს.

რა არის ეს არსება

Physarum polycephalum ყვითელი ფერის ლორწოვანი გარსია, ორგანიზმების ჯგუფი, რომელიც სახელის მიუხედავად სოკო არაა. ლორწოს ობი არც მცენარეა და არც ცხოველი. ექსპერტებმა ის პროტისტების ჯგუფს მიაკუთვნა.
ლორწოს სხვა ფორმის მსგავსად P. polycephalum ეს ბიოლოგიური თავსატეხი და სასწაულია. ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმია მილიონობით ბირთვით, რომელიც ბაქტერიების, სოკოვანი ფორების და სხვა მიკრობების საძებნად ცოცავს. მას ამ ნივთიერებების მოძებნა და გადამუშავება შეუძლია, მაგრამ მას პირი ან კუჭი არ აქვს. პარიზის ზოოლოგიურმა პარკმა ეს ორგანიზმი პეტრის ჭიქაში გაზარდა და შვრიის ფაფით გამოკვება, რომელიც როგორც ჩანს მას მოწონს.
ზოოპარკის თანამშრომლებმა მას „წვეთი“ უწოდეს 1958 წელს გამოშვებულ საშიშ ფილმთან მსგავსების გამო, სადაც პირქუში, უცნაური ფორმის უცხოპლანეტელი ქალაქ პენსილვანიაში ჩნდება და გზაზე ყველაფერს ანადგურებს.

რა არის „წვეთში“ კიდევ უჩვეულო
polycephalum-ს შეიძლება წვეთის ფორმა ჰქონდეს, მაგრამ ეს ორგანიზმი შეიძლება წვრილ, ვენების მსგავსად გავრცელდეს. ScienceAlert-იდან მაიკ მაკრეს თანახმად, ცალკეული უჯრედები შეიძლება შეერთდნენ, თუ მათი გენები თავსებადია. ეს ორგანიზმები სწრაფად იკურნება, თუ მათ შუაზე გაჭრით. თავის უცნაურობას ისიც ართულებს, რომ დაახლოებით 720 განსხვავებული სქესი აქვს.
ყველაზე გამორჩეული იმით არის, რომ „წვეთი“ ერთგვარ ინტელექტს ფლობს, თუმცა მას ტვინი არ აქვს. კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზმს საკვების ლაბირინთში საწყისის და ბოლოს უმოკლესი გზის პოვნა შეუძლია. ის გვერდს უვლის იმ ადგილებს, რომლებიც უკვე გაიარა – „გარე სივრცული მეხსიერების“ ტიპი. 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ P. polycephalum-ს ცნობილი რეპელანტების, ქინინის ან კოფეინის თავიდან აცილება შეუძლია.

როდის აღმოაჩინეს
ითვლება, რომ P. polycephalum დაახლოებით მილიარდი წელია არსებობს, მაგრამ ექსპერტების თქმით, პირველად საზოგადოების ყურადღება 1970 წელს მიიპყრო, როცა ერთი ტეხასელი ქალის სახლის უკანა ეზოში აღმოაჩინეს. 1970 წლის ნიმუში დიდხანს არ არსებობდა, მაგრამ თუ ახალი ფორმა გაინტერესებთ, შეგიძლიათ პარიზის ზოოლოგიურ პარკში ნახოთ. პეტრის ჭიქაში გაზრდის შემდეგ თანამშრომლებმა ის ხის ქერქს მიამაგრეს და ტერარიუმში მოათავსეს.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!