- ატმის შემადგენლობის 7-12% შაქარია, 0,08%-1,02% – მჟავები, 0,5-1,2% – პექტინოვანი ნივთიერება.
ატმის ზეთს (ოლეუმ პერსიცორუმ), რომელიც მისი თესლისგან მიიღება, მედიცინაში ნუშის ზეთის იაფ შემცვლელად იყენებენ. თესლი 55%-მდე უშრობ ცხიმს, ცილებს, ფერმენტ ემულსინს, გლიკოზიდ მიგდალინს, ეთერზეთებს, სტეროიდებს, სიტოსტერინს, 0:28 ესტრონს, ესტრადიოლს და სხვა ნივთიერებებს შეიცავს. თუმცა, მისი ჭამა აკრძალულია. ატამი მდიდარია კაროტინით, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას. მისი უჯრედები არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, A, C და B ჯგუფის ვიტამინები კი ამაღლებს იმუნიტეტს. ამიტომ, თუ ადვილად ცივდებით, მიირთვით ატამი. კალციუმი მაგნიუმთან და D ვიტამინთან ერთად ამაგრებს ძვლებს, ხოლო ხილის მჟავები ათეთრებს და აახალგაზრდავებს კანს.
ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლებისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის და მსუქნებისთვის ატმის კომპოტს უშაქროდ ამზადებენ. გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ გამოიყენება ატმის ფოთლები, ყვავილები და კურკა.