ისწავლე სრული დაფინანსებით SEU-ში  –  ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების (კომპიუტერული მეცნიერების) საბაკალავრო პროგრამაზე!


ხელოვნური ინტელექტი (AI) დღესდღეობით ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელსაც აქვს პოტენციალი გარდაქმნას ჩვენივე სამყარო მრავალი გზით. როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში მზარდია მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების გამოცდილების მქონე პროფესიონალებზე, მაგრამ ასევე, არის ამ სფეროებში გამოცდილი პერსონალის დეფიციტი. სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ დღევანდელი გამოწვევებისა და მოთხოვნილებების საპასუხოდ ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები: ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა, ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა, მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა. ახალ პროგრამებს აკრედიტაცია 2023 წლის 11 აპრილს მიენიჭა. SEU სტუდენტთა პირველ ნაკადს წელს, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიიღებს.

პროგრამებზე და მის უპირატესობებზე, პროგრამების  ხელმძღვანელი SEU-ს აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ქალბატონი ლია კურტანიძე გვესაუბრება.

„ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა ინოვაციურია და პირველია საქართველოში. პროგრამის სტრუქტურა მრავალფეროვანია დ ამოიცავს დარგის შესაბამის სავალდებულო და არჩევით კურსებს.

პროგრამა მოიცავს არამხოლოდ პროგრამირების მიმართულებას, არამედ მათემატიკურ საფუძვლებსაც და მონაცემთა დამუშავების მეთოდებს. კურსდამთავრებულს პროგრამული უნარ-ჩვევების გარდა, აუცილებლად ექნება ალგორითმული აზროვნება და მყარი მათემატიკური საფუძვლები.

სტუდენტები შეისწავლიან მონაცემთა მეცნიერების სხვადასხვა სასწავლო კურსს, როგორებიცაა: მონაცემთა სტრუქტურები, მონაცემთა მოპოვებისა და გასუფთავების ტექნოლოგიები, მონაცემთა დამუშავების პროგრამული სისტემები, მონაცემთა ანალიტიკა და ვიზუალიზაცია, მონაცემთა საცავები; ასევე, დაეუფლებიან ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლების საფუძვლებს, პროგრამირების ენებს და სხვა.

ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება კომპიუტერული მეცნიერებების კვალიფიკაცია. პროგრამა უნიკალურია იმით, რომ კურსდამთავრებულებს მიღებული ექნებათ ცოდნა კომპიუტერული მეცნიერებების ფუნდამენტური საკითხების, პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების შესახებ, რაც მათ მოთხოვნად კადრს გახდის სამუშაო ბაზარზე.

აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ გამოიყენონ ის შესაძლებლობა, რასაც SEU სთავაზობს გრანტის მიღების შემთხვევაში, ჩააბარონ საქართველოში პირველ ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე  და ისწავლონ სრული დაფინანსებით.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა აუცილებლად უნდა ჩააბარონ მათემატიკა ან/და ფიზიკა და ეროვნულ გამოცდებზე აღნიშნულ საგნებში გადალახონ 50%-ზე მეტი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რაც ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში ერთ-ერთი მაღალი მოთხოვნაა.“

  • როგორც ვიცით, გარდა ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების (კომპიუტერული მეცნიერების) ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაც დაამატეთ, გთხოვთ გვესაუბრეთ

ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამა, გამოირჩევა სავალდებულო და არჩევითი კურსების მრავალფეროვნებით. სავალდებულო: მათემატიკური საგნები, და პროგრამების საფუძვლები Python-ის ბაზაზე, კომპიუტერის ორგანიზაციისა და არქიტექტურის საფუძვლები, ოპერაციული სისტემების საფუძვლები, ვებტექნოლოგიების საფუძვლები (HTML, CSS), ვებტექნოლოგიები (JavaScript, Angular), კომპიუტერული ქსელები და მისი ადმინისტრირება, მონაცემთაბაზების მართვის სისტემა Oracle, დაპროგრამება C++-ისბაზაზე, კიბერუსაფრთხოება, პროგრამირების ენა C#, უსადენო ქსელები, კომპიუტერული გრაფიკის ინსტრუმენტები ბლენდერის ბაზაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ფიზიკა , მონაცემთა სტრუქტურები და სხვა.”

ზოგადად, ორივე პროგრამა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული  პერსონალით, რომელთაც აქვთ სფეროში სწავლების და მუშაობის დიდი გამოცდილება, აქტიურად ჩართულები არიან საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტებსა და ღონისძიებებში. ხოლო უნივერსიტეტი თავისი უახლესი ინფრასტრუქტურით  სწავლებისთვის საჭირო ყველა რესურსითაა აღჭურვილი. კურსდამთავრებული კიშესაძლებელიადასაქმდესროგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ ბაზარზე.

ევროპული და ამერიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით საბაკალავრო პროგრამები თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, რაც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი სიახლე, თანამშრომლობა დავიწყეთ Coventry University – თან, რაც იმას ნიშნავს, რომ SEU-ს  სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ბოლო წელი ისწავლონ ლონდონში და მიიღონ Coventry University – ს დიპლომი“.

  • როგორც ვიცით, საინტერესო სიახლეები გაქვთ მომავალი სტუდენტებისთვის.

„მიუხედავად იმისა რომ პროგრამა ახალია და წელს პირველი სტუდენტები უნდა მივიღოთარაერთი საინტერესო სიახლე ელოდებათ პირველკურსელებს, თუმცა მსურს გამოვყო ბოლო 2 პარტნიორობა.

დავიწყეთ თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტის წამყვანკომპანიასთან საქართველოში „Supernova“-თან, რომელსაც Pulsar AI-ს სახელით იცნობენ. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი სასწავლო კურსების შემუშავებას და არსებული პროგრამების განახლება/განვითარებას, ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი კვლევითი ლაბორატორიის შემუშავება/შექმნას და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას; სტუდენტებისათვის (როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე) ტრენინგების, საჯარო ლექციების, მასტერკლასების და სხვა სასწავლო აქტივობების შეთავაზებას; სტუდენტთა პრაქტიკისა და დასაქმების ხელშეწყობას, და სხვა.

ასევე, პარტნიორობა დავიწყეთ მსოფლიოში წამყვან ბლოკჩეინის ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის უმსხვილეს პროვაიდერთან  Binance-თან, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. Binance და Binance Academy უზრუნველყოფს SEU – ს სტუდენტებისთვის ბლოკჩეინის, Web3-ის, NFT-ისა და კრიპტოვალუტის შესახებ საგანმანათლებლო მასალებისა და ერთობლივი შემუშავებას/განხორციელებას.

ზოგადად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამების შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ დამსაქმებლები, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია არის ჩვენი პარტნიორი, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკები გაიარონ.

მომავალი ტექნოლოგიებისაა და ამ რეალობისთვის მზადება დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ დაიწყონ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ აბიტურიენტს.“


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!