რატომ ჩაისვა ათასობით შვედმა კანქვეშ მიკროჩიპი და რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები


  • შვე­დეთ­ში უკვე წლე­ბია ადა­მი­ა­ნე­ბი კან­ქვეშ ჩას­მულ მიკ­რო­ჩი­პებს ატა­რე­ბენ. მიკ­რო­ჩი­პე­ბის იმპლან­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი 2015 წლი­დან და­ი­წყო და რო­გორც გა­მო­ცე­მა euroweeklynews.com წერს, ამ დრო­ის­თვის მას 4 000-ზე მეტი შვე­დი იყე­ნებს, რაც მათი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ჩიპი ბრინ­ჯის მარ­ცვლის ზო­მი­საა და ის ხელ­ში იდ­გმე­ბა.

euronews.com 2018 წლის სტა­ტი­ა­ში წერ­და, რომ მიკ­რო­ჩი­პებ­მა უნდა გა­ა­მარ­ტი­ვოს ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა – მათ აღარ მო­უ­წევთ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ID ბა­რა­თე­ბის და უამ­რა­ვი სხვა ბა­რა­თის ტა­რე­ბა, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი ჩიპ­ზეა და­ტა­ნი­ლი. მას იყე­ნე­ბენ სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სას­ვლე­ლად, თან­ხის გა­და­სახ­დე­ლად, ტრან­სპორ­ტში და კი­დევ ბევ­რი სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.

მთა­ვარ საფრ­თხე­ზე სა­უბ­რი­სას ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა, ყო­ვე­ლი­ვემ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის რის­კი გა­ა­ჩი­ნოს, რად­გა­ნაც ხელ­ში იმპლან­ტი­რე­ბუ­ლი მიკ­რო­ჩი­პი­დან პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პარ­ვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია.

“მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა მო­ნა­ცემ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვაა, თუ ის კარ­გად არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ მარ­ტი­ვად მო­ი­პა­როს“, – ამ­ბობს ლი­ბერ­ტო­ნი. მი­სი­ვე თქმით, მეც­ნი­ე­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი იყოს.

წყარო

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!