რატომ არის განსაკუთრებული სტუდენტური ცხოვრება საქართველოს უნივერსიტეტში?


  • „საქართველოს უნივერსიტეტი“ უცხოელი სტუდენტების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, კერძოდ  4600-ზე მეტი სტუდენტი აერთიანებს 80-ზე მეტ ქვეყანას, სწორედ ამიტომ საქართველოს უნივერსიტეტი მულტიკულტურულ გარემოში სწავლისა და საქმიანობის შესაძლებლობას იძლევა.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიცნონ ერთმანეთის კულტურა, დაამყარონ კონტაქტები და გააფართოონ საკუთარი მსოფლმხედველობა, რაც კიდევ უფრო დაეხმარებათ განვითარებაში „პრაქტიკულად, ჩვენთან თავმოყრილია დასავლური და აღმოსავლური კულტურები. სტუდენტებს კი აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისას შეადგენენ ბიზნესის, პოლიტიკის თუ სხვადასხვა მიმართულებით ელიტებს. როდესაც სწავლობ „საქართველოს უნივერსიტეტში“, შენ გაქვს შესაძლებლობა, შეიქმნა ნაცნობთა ქსელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ჩვენს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ კონტაქტები, შეიძლებისდაგვარად ბევრ ქვეყანაში, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, ბიზნესი თუ სხვა საქმიანობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში განავითარონ“, − აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია.

სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზნით, „საქართველოს უნივერსიტეტში“ „სტუდენტურ საქმეთა ცენტრი“ არსებობს, რომელიც ერთი მხრივ, ორიენტირებულია სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებაზე, მეორე მხრივ, აქტიურად ითვალისწინებს მათ სურვილებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ცენტრი მხარს უჭერს კლუბების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას. კერძოდ, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაერთიანდნენ საერთო ინტერესის ირგვლივ და ჩამოაყალიბონ სტუდენტური კლუბი, რომლის მეშვეობითაც მათთვის საინტერესო თემებს გაუწევენ პოპულარიზაციას. ისინი წერენ პროექტებს და იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ამა თუ იმ ინიციატივის განხორციელების მიზნით. გარდა ამისა, სტუდენტური ცხოვრება მათთვის სასურველი სპორტის სახეობებში ჩართვის შესაძლებლობაცაა.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საქართველოს უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც უმაღლესი განათლების მიღებასთან ერთად, სტუდენტებისთვის თითოეული გატარებული დღე დაკავშირებულია გართობასა და სასიამოვნო მოგონებებთან.

აღსანიშნავია, რომ  სტუდენტების გარდა „საქართველოს უნივერსიტეტი“ აბიტურიენტების და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, მათ შორისაა ღია კარის დღეები, ინდივიდუალური ტურები უნივერსიტეტში გარემოს უკეთ გასაცნობად, ტრენინგები, პროფესიული კვირეულები და იმიტირებული გამოცდები ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად. გარდა ამისა, უნივერსიტეტის სერვისებს შორისაა სტაჟირების პროგრამა, ლიტერატურული კონკურსი „ფოლიო“, UG ბანაკები, უფასო სწავლის გათამაშება და სხვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!