- უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა 90 დღით, 21 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. ამასთან, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა განკარგულება საყოველთაო მობილიზაციის გაგრძელების შესახებ.
ორივე განკარგულება უკრაინის უმაღლეს რადას უკრაინის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 12 აგვისტოს წარუდგინა.
საომარი მდგომარეობა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა. მანამდე, რადამ საგანგებო რეჟიმი ორჯერ გაახანგრძლივა.