ირაკლი ღარიბაშვილი – კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინას თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში


  • ჩვენ დღეს, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ დღეს, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც მდებარეობს თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში. იცით, რომ ბატონი ზურაბ აზარაშვილი მუშაობს ახლა განვადებით მშენებლობის საკითხებზე მშენებელ კომპანიებთან, ძალიან მალე გამოაცხადებენ და დასრულდება აუქციონები და დავიწყებთ ათასობით ბინის მშენებლობას დევნილებისთვის. მანამ, სანამ ჩვენს დევნილებს დავაბრუნებთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მანამდე აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები თბილისსა და სხვა ქალაქებში“, – განაცხადა პრემიერმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!