21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, სასტუმრო “გარდენ პალასში”, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცეს. ღონისძიებისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო 583 ლარი და 80 თეთრი, რაც დაიხარჯა სასაჩუქრე სუვენირებისათვის.