პოეზიის მსოფლიო დღე ბიბლიოთეკაში


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრმა 21 მარტს პოეზიის მსოფლიო დღე აღნიშნა, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ახალგაზრდები შეიკრიბნენ, პოეზიის მოყვარულებმა და შემოქმედმა ახალგაზრდებმა წაიკითხეს თავიანთი საყვარელი ლექსები (გიორგი გულუამ, ნინო კემულარიამ, დათო ფიფიამ, საბა ხვიჩიამ, თაკო ყორშიამ, შოთა წურწუმიამ, ივდო ოტობარმა (ივდითი ხაზალია), ლექსო სახურიამ, მონიკა ბულიამ, საბა გაბედავამ, პაატა რატიამ, ხატია ლემონჯავამ) , სკაიპით ჩაერთნენ ახალგაზრდა მწერლები: თბილისიდან ირაკლი შამათავა, ბათუმიდან ჯაბა გორგილაძე, საღამო დაამშვენა ზუგდიდის საგუნდო-სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლის, პიანისტის ლიზი ბუკიას შესრულებამ, ბოლოს მეგრული ლექსი წაიკითხა პატარა მკითხველმა ანდრია ლაგვილავამ. ბიბლიოთეკაში რამდენიმე საათით გაიმართა პოეზიის მუზის ზეიმი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის მკითხველები, ქალაქის საზოგადოება, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენელი ქალბატონი ნაირა ბერაია.
საღამო ჩატარდა ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსასახურის ორგანიზებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!