პროფესიული განვითარების საბჭომ სამ ექიმს სხვადასხვა ვადით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა


  • ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ხუთი საქმე განიხილეს და ექვსი ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

უწყების ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, სამ ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, ორ მედიკოსს მიეცა წერილობითი გაფრთხილება.

„პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!