- დღეს, 3 იანვარს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, ისევ შეიკრიბნენ მოქალაქეები. აქციის მონაწილეები, 37 – დღეა, ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და თბილისში, აქციის დროს, დაკავებულების გათავისუფლებას.
დღევანდელ აქციაზე, “დროას” წევრი მარიამ სიჭინავა ბალაკლავას ტარებისთვის 2 000 ლარით უკვე მეორედ დააჯარიმეს.
ინფორმაციისთვის: 37-ე დღეა მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.