გამაფრთხილებელი აქცია თხილის ფასის დასარეგულირებლად


თხილის ფასის დარეგულირების მოთხოვნით დღეს, გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობასთან, ერგეტის, კოკის, და ხურჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართa. აქციის მონაწილეთა თქმით, თხილზე ფასის ხელოვნურად გაკონტროლება ხდება და ამ პროცესში ჩართულნი არიან მხარის გუბერნატორი ლევან შონია და დათო შენგელია. აქციის ერთ-ერთი მონაწილე მერაბ თორდია ამბობს, რომ ,,სამეგრელოში შემოსავლის ძირითადი წყარო თხილია, რითაც ახერხებენ ოჯახების რჩენას, შარშან თხილის ფასი 13 ლარს შეადგენდა, დღეს კი, სამ, ან სამ ლარ ნახევრად იბარებენ, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=VN2VAk_JbU8[/embedyt]
 აქციაზე იმყოფებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ანი წითლიძე, მისი თქმით, აქციის მონაწილეები თავად დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ გუბერნატორი ლევან შონია დათო შენგელიასთან ერთად ჩართულია თხილის ბიზნესში, ის ავიწროებს თხილის ქარხნის მეწარმეებს, და აკონტროლებს თხილის გადატანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შემდგომ თურქეთში გადატანას. წითლიძის თქმით, საკითხის დაინტერესების მიზნით არაერთხელ მიმართა პროკურატურას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=da1rH6qk6VQ[/embedyt]
აქციის მონაწილეთა ბრალდებებს “უსაფუძვლოსა და მიზანმიმართულს” უწოდებს სამეგრელო-ზემო სვაეთის გუბერნიის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა. მისი თქმით თხილის ფასს განსაზღვრავს არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, არამედ ბაზარი. ლაგვილავას თქმით, აქცია იყო ერთი კონკრეტული პარტიის მიერ ორგანიზებული და აბსურდულია ის ბრალდებები რაც დღეს გუბერნატორის მისამართითაა წაყენებული.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=o_KHfDNnTkg[/embedyt]
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი სახის იყო, თუ მათ გუბერნატორი  არ შეხვდება და  კითხვებზე პასუხებს არ გასცემს, მაშინ დაიწყებენ ფართომაშტაბიან აქციებს.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!