პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში


დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დადიანების სასახლის ეზოში, სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას შეხვდა. პრემიერ-მინისტრი დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობას სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას დაჰპირდა.

მოგვიანებით, დადიანების სასახლის ეზოდან, შეხვედრამ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გადაინაცვლა. მამუკა ბახტაძე სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდებს შეხვდა და მათთან ერთად ისაუბრა. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.მიშა

შეხვედრის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან მოკლული ქართველის გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა. მამუკა ბახტაძემ ოთხოზორიას ოჯახს თანადგომა გამოუცხადა.

დღეს, დილით, მთავრობის მეთაური ზუგდიდში დევნილებისთვის ბინის გასაღებების გადაცემას დაესწრო.20180627_095635


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!