ზუგდიდში ვორქშოპი “ციფრული ერა” გაიმართება


  • ახალგაზრდული პროგრამებისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილებისა და TC Digital Studio-ს ორგანიზებით, ვორქშოპი ,,ციფრული ერა” 28 იანვარს, 14:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება. ფასილიტატორი იქნება ტატო ჩოჩუა.

ვორქშოპის თემებია:

  • ციფრული მარკეტინგი;
  • AI – ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვეობაში;
  • არის თუ არა ონლაინ ყიდვა -გაყიდვის ბიზნესი რეალურად მომგებიანი და რა უნდა გავითვალისწინოთ დაწყებისას?;
  • ციფრული პროფესიები და ანაზღაურება;
  • როგორ მოვხვდეთ გლობალ მარკეტზე და რა უნდა გავითალისწინოთ;
  • ვინ არის ინფლუენსერი და შეუძლია თუ არა ყველას გახდეს ინფლუენსერი ან კონტენტ კრეატორი?;
  • რა უნდა გავითვალისწინოთ ციფრული პროფესიების არჩევის დროს?;
  • რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ინტერნეტ მოღვაწეობა და რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის რათა მოვახდინოთ მაქსიმალური დაცვა ჩვენი პირადი ინფორმაციების;
  • ვინ არის ჰაკერი და რით განსხვავდება შავი ჰაკერი თეთრი ჰაკერებისაგან?;

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

thirteen − 10 =

Akismet ანტისპამი