პრეზიდენტი-მეგრული და სვანური სკოლებში არჩევით უნდა ისწავლებოდეს


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სკოლებში ორი ქართველური ენა – მეგრული და სვანური არჩევით უნდა ისწავლებოდეს.

სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება დედაენის დღისადმი მიძღვნილი მიმართვის ტექსტით გაავრცელა. “ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს – მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!”-ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!