ზუგდიდში, ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამაქაცარიოს უბანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია ადგილზე გაეცნენ.

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პანდემიის მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით, აქტიურად ვაგრძელებთ  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ყულიშკარში 1700 მეტრამდე  საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაიგება ბეტონის საფარი.  საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც მიმდინარეობს“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

სამუშაოები „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 290 303 ლარია.

აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!