- პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში გაემგზავრნენ, ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
“ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის დამცველებს ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში. მივემართებით კიევისკენ პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას“, – წერს გიტანას ნაუსედა.