პირველი თაობის ზუგდიდელი მეტყევეები


“ფოტოამბები ჩემი საოჯახო ალბომიდან”

  • ფოტოებში, რომელიც სატყეო მეურნეობის დირექტორის, აწგარდაცვლილი ირვერ ჯალაღონიას ოჯახიდან მოგვაწოდეს და დღეს გთავაზობთ, აღბეჭდილია იმ ადამიანების სახეები, რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფლორას და ფაუნას განავითარებდნენ წლების განმავლობაში.
ამ ფოტოზე, ზუგდიდის სატყეო მეურნეობის კოლექტივია აღბეჭდილი. შუაში, მეურნეობის პირველი დირექტორი ლუკიანე მაქაცარია. მის მარჯვნივ კი, ახალგაზრდა ირვერ ჯალაღონია, რომელიც მოგვიანებით და წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა ამ ორგანიზაციას.
1990 წელს კოლექტივმა, ლუკიანე მაქაცარიას 80 წლის იუბილე გადაუხადა. ფოტოზე, მარცხნიდან: ზუგდიდის წყლით მომარაგებისა და მელიორაციის სამმართველოს უფროსი მიშა ბაღიშვილი და ლუკიანე მაქაცარია საჩუქრით ხელში.
სუფრას, ზუგდიდელების საყვარელი ჟურნალისტი, გამორჩეულად ინტელექტუალური თამადა ზურაბ ცხონდია ხელმძღვანელობდა. სწორედ ბატონი ზურაბია ამ სურათზე.
ფოტოზე მარცხნიდან პირველი – ლუკიანე მაქაცარია-ზუგდიდის სატყეო მეურნეობის პირველი დირექტორი, მეორე-ჩვენთვის უცნობი პირი, მესამე-სატყეო მეურნეობის დირექტორი წლების განმავლობაში ირვერ ჯალაღონია და გაზეთ “მებრძოლის” რედაქტორის მოადგილე, ჟურნალისტი ზურაბ ცხონდია.

ფოტოების ავტორი, ფოტოგრაფი მალხაზ ფიფია გახლავთ.

წარმოდგენილმა ფოტოებმა, ახალი რუბრიკის შექმნაც გვიკარნახა: “ფოტოამბები ჩემი საოჯახო ალბომიდან”. არ დაიზაროთ, გამოგვიგზავნეთ და ისტორიად აქციეთ წუთები, რომელიც თქვენ და თქვენმა ახლობლებმა ფოტოობიექტივის წინ გაატარეთ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!