დღეს, პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობას’’ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ერთი წლის საქმიანობის შედეგებზე, ხარვეზებზე, პრობლემების გამოსწორებად მექანიზმებზე და სამომავლო გეგმებზე. პროექტში მონაწილეობას ღებულობდნენ: დემოკრატიის ინსტიტუტი, ასოციაცია „ათინათი,’’ საქვოლმოქმედო ცენტრი „თანაზიარი’’ და „გურიის ახალგაზრდული ცენტრი’’.
პროექტში ჩართული იყო ოცი მუნიციპალიტეტი, 2 848 მოქალაქე და ერთი წლის განმავლობაში 90 პეტიცია იქნა წარმოდგენილი. დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა და პროგრამის კოორდინატორმა არჩილ ხახუტაიშვილმა ისაუბრა ერთი წლის განმავლობაში, პეტიციების ინიცირების და განხილვის შედეგებზე.
რეაბილიტაციისა და განვითარების საქვოლმოქმედო ცენტრ „თანაზიარის’’ ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ ისაუბრა ცენტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე და შედეგებზე. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის ანკეტირება ხდებოდა და საპეტიციოდ სამი საკითაი იქნა გამოტანილი. ეს იყო ქალაქ ზუგდიდის მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე სანიაღვრე არხების და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაია, პარკირების პრობლემა და გიგა ოთხოზორიას სახელობის პარკის მოწყობა ქალაქში. მისი განმარტებით, სამივე პეტიცია ქონდათ შეტანილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერიაში და სამივე დადებითად იქნა დაკმაყოფილებული.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ერთი წლის განმავლობაში, ოთხი პეტიცია იქნა შემოტანილი, აქედან ორი დაკმაყოფილებული იქნა.