პარლამენტის წევრები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მოსახლეობას შეხვდნენ


  • საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და პარლამენტის წევრები მიხეილ სარჯველაძე, გრეტა წიწავა და ალექსანდრე ტაბატაძე სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მდინარე ენგურის ხიდთან და სოფელ რუხში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი უფლებრივი მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

შეხვედრის ორგანიზება განხორციელდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროების შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება. დაგეგმილია შეხვედრების გაგრძელება სხვადასხვა ჯგუფებთან.

შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას მხარდაჭერითა და მონაწილეობით.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!