პანდემიის მიუხედავად დღესასწაულად ქცეული დღე და წლის შემაჯამებელი გაკვეთილი ღია ცის ქვეშ


  • ზუგდიდში, რუსული ენის ცენტრი “РЯКИ”, ელისო კეზუამ 2018 წელს გახსნა. როგორც თვითონ ამბობს, ის კერძო რეპეტიტორად მუშაობდა და მოსწავლეთა მაღალმა ინტერესმა მისცა ცენტრის შექმნის მოტივაცია, რათა მოსწავლეებისთვის უკეთესი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გარემო შეეთავაზებინა. მიზანი რეალობად აქცია და უკვე მესამე წელია, წარმატებით უძღვება მას.

მსოფლიო გამოწვევასაც მარტივად აუწყვეს ფეხი და მთელი პანდემიის განმავლობაში, არც ერთი წამით არ შეუჩერებიათ სასწავლო პროცესი. დღემდე, საკმაოდ ნაყოფიერად მიმდინარეობდა ონლაინ გაკვეთილები და დღეს, წლის შემაჯამებელი გაკვეთილი საზეიმოდ და საახალწლო განწყობით ჩაატარეს ბოტანიკურ ბაღში.

ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან. დღეს, ერთ-ერთი ორგანიზაციისგან, “Русский клуб”,  პრეზიდენტი გახლავთ გრიბოედოვის სახელობის თეატრის დირექტორი, ნიკოლოზ სვენტიცკი. მან “РЯКИ”-ის 47-მოსწავლეს საახალწლო ტკბილეული, ხოლო ცენტრს სახელმძღვანელოები გადასცა.

რუსული ენის ცენტრი “РЯКИ”, სრულიად საქართველოს ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ მშვიდ და ბედნიერ წელს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!