- მსოფლიოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 300 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. Worldometer-ის ცნობით, მსოფლიოში ამ დროისთვის ვირუსის 21 617 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
ამასთან, კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 770 000-ს მიაღწია.
ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა 14 მილიონზე მეტი ადამიანი.
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთში, რუსეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფიქსირდება.