ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 7 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს. 

აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსზე კვლევა 77 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დაინფიცირების 7 შემთხვევა გამოვლინდა.

აფხაზეთში სულ კორონავირუსის 189 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 69 პაციენტი კი განიკურნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 + sixteen =

Akismet ანტისპამი