ირაკლი ჩიქოვანი-უბნებზე ხმაური გამოწვეული იყო”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მხრიდან


  • როგორც იცით, აქტივობა არის საკმაოდ მაღალი, ოცი ათასამდე ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი და ასევე თქვენც გაქვთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე უბანზე იყო გარკვეული ხმაური და რეალურად ეს ყველაფერი არის გამოწვეული კონკრეტული პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მხრიდან, მათთან ასოცირებული და პირდაპირ დაკავშირებული ეგრეწოდებული არასამთავრებო სადამკვირებლო ორგანიზაციების მხრიდან. ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა ბრიფინგზე.

“ასევე, სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, რომ რიგ შემთხვევებში არსებობს გარკვეული ინფორმაციის ან გარკვეული პროცედურების ცოდნის ნაკლებობა მედია საშუალებების წარმომადგენლებიდან, აქვე ხაზი მინდა გავუსვა ის, რომ მე მთელი დღის განმავლობაში დღეს გადავადგილფებოდი სხვადასხვა უბანზე, ვაკვირდებოდი პროცესს , პროცესი მართლაც რომ მშვიდობიანად მიმდინარეობს, ამ გამონაკლისების გარდა, რომელიც მე თქვენ გითხარით.

თუმცა, აშკარად შესამჩნევია, რომ თითოეულ უბანზე არის ადამიანების მობილიზება, უცხო პირების მობილიზება, რომლებიც არიან ჩამოსულები ზუგდიდში და ამოქმედებენ არასამთავრებო ორგანიზაციის მანდატით. დაძაბულობა შეიქმნა რამდენჯერმე, თუმცა ყოველ ჯერზე ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე, არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩეველებს, ჩემს თანამოქალაქეებს აბსოლიტურად ყველას არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებზე და აუცილებელია, რომ მშვიდად წყნარად ჩავამთავროთ საარჩევნო დღე”.-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!