ოცი საინტერესო ფაქტი მსოფლიოს ქვეყნების შესახებ


  • 1. ქვეყანა, სადაც გისოსებს მიღმა ყველაზე მეტი ადამიანია – აშშ

როცა საქმე ეხება ადამიანის ციხეში ჩასმას, ამ ქვეყანას ბადალი არ ჰყავს ამ საქმეში. აშშ-ში ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 5% და ამავე დროს მსოფლიოში არსებული პატიმრების 25% აშშ-ის ციხეებში სხედან – ეს არის დაახლოებით 2, 3 მილიონამდე ადამიანი. მეორე ადგილს ამ არცთუ საპატიო სიაში იკავებს რუსეთი-ქვეყანა, სადაც ცივილიზებულ სამყაროში ყველაზე ცოტა გამამართლებელი განაჩენი გამოაქვთ. აქ ციხეში 1, 5 მილიონამდე ადამიანი ზის. მესამე ადგილზეა ჩინეთი – 870 ათასი ადამიანით, – რაც, თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობას, არც ისე დიდი ციფრია.

2. ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მსუქანი ადამიანი ცხოვრობს – ნაურუ
ამ პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოს მოსახლეობის 97 %-ს აწუხებს ჭარბი წონა. მიზეზი გაინტერესებთ? – განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ მათ ძალიან უყვართ ჭამა და ცოტას მოძრაობენ.

3. ქვეყანა, რომელიც სავარაუდოდ მალე აღმოჩნდება წყალქვეშ – მალდივის კუნძულები
მალდივის კუნძულების მოსახლეობას სერიოზულად ემუქრება წყალში ჩაძირვა-გლობალური დათბობის გამო კუნძულები ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ღრმად იძირება წყალში.

4. ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი საათობრივი სარტყელი გააჩნია – საფრანგეთი
თუ გავითვალისწინებთ, რომ საფრანგეთის ტერიტორია გაბნეულია მთელ მსოფლიოში (კუნძულოვანი მიწების ჩათვლით), ამ ქვეყნის “მფლობელობაშია” 12 საათობრივი სარტყელი, აშშ-ს აქვს 11, ხოლო რუსეთს – 9.

5. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა მარჯნისაგან დაგებული გზებით – გუამი
გუამში საერთოდ არ არსებობს ბუნებრივი ქვიშა, ამიტომ აქ გზებს მარჯნის და ნავთობისაგან მიღებული ასფალტით აგებენ.

6. ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ტბაა – კანადა
მსოფლიოს ტბების 60% კანადაში მდებარეობს. აქ 3 მილიონზე მეტი ტბაა, რომელთაც საერთო ჯამში ქვეყნის ტერიტორიის 9% უჭირავს.

7. ყველაზე გვალვიანი და მშრალი ქვეყანა – ლიბია
ლიბიის ტერიტორიის 90% დაფარულია უდაბნოებით. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში წვიმა ათწლეულების განმავლობაში არ მოდის.

8. ოპიუმის ყველაზე დიდი რაოდენობის მწარმოებელი ქვეყანა – ავღანეთი
აქ ღებულობენ მსოფლიოში წარმოებული ოპიუმის 95%-ს.

9. ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მეტ ჟანგბადს აძლევს – რუსეთი
რუსეთში, კერძოდ კი ციმბირში ხარობს მსოფლიოში არსებული ხეების 25%. მათ მიერ დაკავებული ტყეების ფართობი უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად აშშ-ის ტერიტორია.

10. ქვეყანა, სადაც ყველაზე მცირე რაოდენობითაა ტყეები – ჰაიტი
ჰაიტიზე ტყეები პრაქტიკულად არაა – აქ ისინი მთლიანად გაჩეხეს. ეს შესამჩნევია თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზეც კი – თქვენ კარგად შეგიძლიათ გაავლოთ საზღვარი ჰაიტისა და დომინიკის რესპუბლიკას შორის, სადაც ჯერ კიდევ არის ტყეები.

11. ყველზე არამშვიდობიანი ქვეყანა დედამიწაზე-სომალი
Global Peace Index-ის მონაცემების მიხედვით, სომალიმ გაუსწრო ერაყს და გახდა ყველაზე არამშვიდობისმოყვარე და ომებიანი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც გამუდმებით ესხმის თავს მეზობელ ქვეყნებს. სომალელები იმყოფებიან როგორც განუწყვეტელი საომარი მდგომარეობის, ასევე მუდმივი რევოლუციების ქვეშ. ყველაფერი ეს განპირობებულია იმით, რომ სომალი უღარიბესი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს.

12. ყველაზე განათლებული ქვეყანა მსოფლიოში – კანადა
ამ ქვეყნის მოსახლეობის 50%-ზე მეტს აქვს მინიმუმ საშუალო სპეციალური განათლება. კანადას ფეხდაფეხ მოჰყვება ისრაელი-45% და იაპონია -44% (არადა მეგონა, საქართველო პირველ ადგილზე იყო დიპლომების რაოდენობის მიხედვით-ჩვენთან ხომ უბრალო ტაქსისტებსაც კი ორ-ორი დიპლომი აქვთ).

13. მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქი-სახელმწიფო – სინგაპური
სინგაპური ამავე დროს ითვლება ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მთელ მსოფლიოში.

14. ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი ენა აქვს – პაპუა-ახალი გვინეა
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ინგლისური ენა ოფიციალურ ენად ითვლება, სინამდვილეში ეს წმინდა წყლის ფორმალობაა: აქ ინგლისურ ენაზე მხოლოდ მოსახლეობის 2% საუბრობს. პაპუა-ახალი გვინეის მოსახლეობა იყენებს 820 სხვადასხვა ენას, რაც მსოფლიო ენების 12%-ს შეადგენს.

15. ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ცხვარი მოდის-ფოლკლენდის კუნძულები
აქ სულ 3000 ადამიანი ცხოვრობს და … 500 000 ცხვარი. გასაკვირი არაა, რომ შალის იმპორტი ქვეყნის შემოსავლის ძირითად წყაროს შეადგენს.

16. ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანა – მონგოლეთი
ქვეყნის მოსახლეობის სიმჭიდროვე 1, 5 კვადრატულ კილომეტზე 4 ადამიანს შეადგენს. შეადარეთ ეს ჰონ-კონგის ცენტრალური რაიონის მონგ კოკის მოსახლეობის სიმჭიდროვეს, სადაც 1, 5 კვადრატულ კილომეტრზე 340 ათასი ადამიანი მოდის.

17. ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი ტანკი აქვს – რაღა თქმა უნდა, რუსეთი

რუსეთში ითვლიან სულ 21 ათას ტანკს, მეორე ადგილზეა აშშ – 16 ათასი ტანკი

18. ქვეყანა, სადაც ახალგაზრდების რაოდენობა ყველაზე მეტია – ნიგერია
ნიგერიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა. რადგან ქვეყნის ტერიტორიის 80% უდაბნოებითა დაფარული, მოსახლეობას, როგორც ჩანს, ბავშვების კეთების მეტი სხვა საქმე არა აქვს.

19. ქვეყანა ემიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობით – მალტა
უკანასკნელ წლებში მალტაში მიმდინარე რამოდენიმე ეკონომიკური კრიზისის და შობადობის მაღალი მაჩვენებლის გამო მალტამ განიცადა ემიგრაციის რამოდენიმე ძლიერი ტალღა, რამაც ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ დღისათვის მალტის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს უფრო მეტი მისი მოქალაქე, ვიდრე თავად ქვეყანაში (აქაც არ გაგვიმართლა ქართველებს, პირველი ადგილი ვერ დავისაკუთრეთ, თუმცა ყველაფერი წინაა და თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა ქართველების მიგრაცია, მგონი ჩვენ მალე გავუსწრებთ მალტას).

20. ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა მსოფლიოში – ინდოეთი
თითქმის ყველა სფეროში – იქნება ეს კუტურული, ეკონომიკური, კლიმატური, რასობრივი, ენობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ ეკონომიკური, ინდოეთი ითვლება ყველაზე მრავალფეროვან ქვეყნად მსოფლიოში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!