“ოყაყალუ”


  • ზუგდიდელებო, იცით თუ არა, ზუგდიდის, რომელ უბანს ეწოდებოდა ”ოყაყალუ” და რატომ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი, ისტორიკოსი ლაშა ჯიქია “ზუგდიდელებთან” განმარტავს, რომ “ოყაყალუს” ძველად ზუგდიდის საჯვაროს უბანს ეძახდნენ. 

“გადმოცემის მიხედვით, კაცია მეორე დადიანს (1758-1788 წ.წ.) სამეგრელოში ჩამოსახლებული ფრანგი მისიონერების რჩევით, საჯვაროს უბანში, არსებულ ჭაობიან ადგილას მოუშენებია ბაყაყები, რომელსაც თავად ეს ფრანგები დელიკატესად იყენებდნენ. ადგილობრივი მცხოვრებლები ბაყაყების მოშენებას ერთგვარი ირონიით შეხვედრიან. საღამოობით, კი ბაყაყების გამაყრუებელი ყიყინის გამო, ამ ადგილისთვის, ,,ოყაყალუ’’ ,ანუ ,,საყიყინო“ შეურქმევიათ.

მოსახლეობაში, კი, დღესაც დაცულია ფრთიანი გამოთქმა “კაციაშ გორდი“. “მუ კაციაშ გორდცალო გიპირჭანცია თოლეფი“- “რა კაციას ბაყაყივით დაგიჭყეტია თვალებიო”.-განმარტავს ლაშა ჯიქია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!