- ოკუპირებულ ხერსონში მასშტაბური ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია რკინიგზის სადგურთან მდებარე საწყობები. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ინახებოდა საცავებში და რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ოლქის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ სალდო, ტელეეთერში დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ქალაქის დაბომბვის შესახებ იუწყებოდა.