- ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტი 163 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 19 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
დე ფაქტო რეჟიმის ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 221 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 80 ადამიანი განიკურნა, სამი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.